გიორგი კახიანი – ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე: ეს იყო ყველაზე სუსტი ზომა ჩვენი მხრიდან იმ ფონზე, თუ რა უხეში ჩარევა ხდება ზოგიერთი ელჩის მიერ ჩვენს საშინაო საქმეებში – სრულიად ლოგიკურია ეს მოქმედება
ეს იყო ყველაზე სუსტი ზომა ჩვენი მხრიდან იმ ფონზე, თუ რა უხეში ჩარევა ხდება ზოგიერთი ელჩის მიერ ჩვენს საშინაო საქმეებში. სრულიად ლოგიკურია ეს მოქმედება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა დეპუტატს გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებების შეფასება სთხოვეს, რომ მსგავსი ფაქტი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.
„დღეს პრემიერმაც ისაუბრა ამაზე და ეს იყო [ელჩების დაბარება საგარეოში] დიპლომატიური ზომა. ვიტყოდი, რომ ეს იყო ყველაზე სუსტი ზომა ჩვენი მხრიდან იმ ფონზე, თუ რა უხეში ჩარევა ხდება ზოგიერთი ელჩის მიერ ჩვენს საშინაო საქმეებში. სრულიად ლოგიკურია ეს მოქმედება. აქამდე რომ არ მომხდარა [დაბარება], აქამდე არც ის ხდებოდა, ასე აშკარად, ღიად ელჩების მხრიდან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევა, პირდაპირ პოლიტიკური სიმპათიების დაფიქსირება, რადიკალიზმის მხარდაჭერა და წახალისება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში მიუთითა იმაზეც, რომ ელჩს ეთხოვა კონკრეტული ფაქტები დაესახელებინა, როგორ ესხმის მათ თავს ხელისუფლება. ამ მომენტამდე არანაირი პასუხი ელჩების მხრიდან არაა გაცემული“, – აღნიშნა კახიანმა.