ტრამპი იმედგაცრუებულია, რომ ნატოს ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვას კვლავ აგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მათი პოზიციის მიუხედავად, იმედგაცრუებულია ნატოს ქვეყნების მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელებით.

„ნატოს ქვეყნებმა ამ მხრივ იმედი გამიცრუეს… ისინი ბევრ იარაღს ყიდულობენ და მჯერა, რომ მას უკრაინას აძლევენ“, – თქვა ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე.

მანამდე, ერდოღანთან შეხვედრაზე, ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაჟინებით მოითხოვდა თურქეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების შეწყვეტას და რომ მას სურდა Patriot-ის სისტემებისა და F-35 თვითმფრინავების განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები