აშშ-მ სირიის წინააღმდეგ სანქციები თურქეთის, საუდის არაბეთის და კატარის მოთხოვნით მოხსნა
აშშ-მ სირიის წინააღმდეგ სანქციები თურქეთის, საუდის არაბეთისა და კატარის მოთხოვნით გააუქმა, რათა ქვეყანას სუნთქვის საშუალება მიეცეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მისი [თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის] თხოვნით, ასევე საუდის არაბეთის მეფისა და კატარის თხოვნით, მათ სანქციების მოხსნა მოითხოვეს, ძალიან სერიოზული სანქციები იყო… მე ისინი მოვხსენი, რათა მათ [სირიას] ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ“, – თქვა ტრამპმა თეთრ სახლში ერდოღანთან შეხვედრაზე.