ინდონეზიაში, უფასო სასკოლო სადილით 1 000-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა
ინდონეზიაში, უფასო სასკოლო სადილების პროგრამის ფარგლებში 1 000‑ზე მეტი ბავშვი მოიწამლა. ინციდენტი ვესტ-ჯავას პროვინციის რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა.
როგორც “ბიბისი” წერს, გამოცემის ცნობით, სკოლის მოსწავლეები კუჭის ტკივილს, თაბრუსხვევას და გულისრევას უჩიოდნენ. ზოგიერთ ბავშვს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
როგორც მედია აღნიშნავს, ინციდენტი პროგრამის ნაწილის მონიტორინგის პრობლემების გამო მოხდა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები პროგრამის დროებით შეჩერებას ან უსაფრთხოების პროტოკოლების გაძლიერებას მოითხოვენ.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა პრაბოვომ ნოყიერი კვების პროგრამა ცოტა ხნის წინ შემოიღო და მისი მიზანი ქვეყანაში სკოლის 80 მილიონი მოსწავლისთვის უფასო სადილის შეთავაზება იყო.