ვლადიმერ ძნელაძე: „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“კიდევ ერთ 3.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის არქიმედეს ხრახნიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს, რომელიც მცირე დაცემის მქონე მდინარეებისთვისა და ეკოლოგიურად მეგობრული ენერგიის წარმოებისთვისაა ეფექტური

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ახალ პროექტზე საუბრობს, რომლის თანახმად „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“კიდევ ერთ 3.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის არქიმედეს ხრახნიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს, რომელიც მცირე დაცემის მქონე მდინარეებისთვის და ეკოლოგიურად მეგობრული ენერგიის წარმოებისთვისაა ეფექტური.
როგორც ძნელაძე აღნიშნავს, პროექტი ენერგეტიკული განვითარებისა და მდგრადი ენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.

მისი თქმით, ამ ტიპის ჰიდროელექტროსადგური კავკასიის რეგიონში უნიკალურია და ხელს უწყობს საქართველოს ენერგოსისტემის საიმედო მუშაობას.

„აღნიშნული პროექტი, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდება. ამასთან, გარდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა, იგი ასევე მოიაზრებს 5 მეგავატიანი მონაცემთა ცენტრის (Data Center) შექმნას, რომელიც ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, რაც მის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ვლადიმერ ძნელაძემ.

ცნობისთვის, Ⴑს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“და აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას „As Group“ შორის გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება მდინარე მტკვარზე არქიმედეს ხრახნიანი ტიპის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰესის დაგეგმილი წლიური გამომუშავებაა 27 მლნ. კვტ/სთ, ხოლო ჰესისა და მონაცემთა ცენტრის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 50 მლნ.აშშ. დოლარს შეადგენს.
ვლადიმერ ძნელაძის განმარტებით, ახალი სადგურის დამატება გაზრდის მწვანე ენერგიის წარმოების მოცულობას, გააძლიერებს ადგილობრივი რესურსების გამოყენებასა და დადებითად იმოქმედებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე.
„სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას „As Group“ შორის გაფორმებული პირველი მემორანდუმი, საფუძველს უყრის მომავალ პარტნიორობას ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად“, – აღნიშნავს ვლადიმერ ძნელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები