“ისევე, როგორც ღვინოს, ჩვენს სამშობლოსაც სჭირდება მოფრთხილება, ზრუნვა, დადინჯება და დამშვიდება. როგორც ღვინო, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც უნდა დადუღდეს, ლექი დაიწმინდოს, რჩეული სითხე გადმოდინდეს და დაღვინდეს”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მეღვინეობა “ვაინ ერას” გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, არ არსებობს ქვეყნის ძლიერება ძლიერი ეკონომიკის გარეშე.
“დღეს, განსაკუთრებული დღეა საქართველოში. ამ დილით ჩვენ თბილისში საზეიმოდ გავხსენით ჩვენი სახელოვანი, გმირი, თავდადებული მეფე ერეკლეს ძეგლი, რომელიც არის უტეხობის, ბრძოლის, გამარჯვების და შენების სიმბოლო.
მისი ღვაწლი და ცხოვრება დღეს ყველა ქართველისთვის მაგალითად უნდა იქცეს, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანები, ჩვენი ეროვნული მისია დღესაც ქვეყნის თავისუფლებასა და გამთლიანებას ისახავს მიზნად, ისევე, როგორც სამი საუკუნის წინ. საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების და გაძლიერების საქმეში ეკონომიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს. არ არსებობს ქვეყნის ძლიერება ძლიერი ეკონომიკის გარეშე. ამიტომ, დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო ამ განსაკუთრებული ღვინის ქაარხნის გახსნაში, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ძლიერებისა და გამთლიანების გზაზე,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.