გივი მიქანაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
,,დმანისობის‘‘ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ,,დმანისობის‘‘ სახალხო დღესასწაული მიულოცა და ფასდაუდებელი შრომისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.