თბილისში, კონფერენცია „ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციაში“ გაიმართა

აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, კონფერენცია „ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობების მნიშვნელობა კონფლიქტების ტრანსფორმაციაში“ გაიმართა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ გახსნა.

“კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს, რომელთაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კონფერენციაზე ხაზი გაესვა ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებას აკადემიური პერსონალის ჩართულობით, ასევე ქართულ მწერლობაში ასახული ქართულ-აფხაზური პოზიტიური ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათი როლის გამოკვეთას აფხაზეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები