ირაკლი ლექვინაძე – GCCA-მა დაადგინა, რომ მედიკამენტებზე ფასნამატი იყო ჭარბი -180-200 % და ითხოვდნენ, ხარჯებად ჩაგვეთვალა ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა კონფერენციების ორგანიზება, სამკაულები, პლასტიკური ოპერაციები, დღეს ბაზარზე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება

“ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენ 13 რეკომენდაცია გამოვეცით და საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ რიგი მათგანი დანერგა, მათ შორის ყველაზე შედეგიანი იყო რეფერენტული ფასები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მედიკამენტებზე ფასები, ასევე ჯენერიკულ-ელექტრონული რეცეპტები და ა.შ. რამაც მომხმარებლებს გაუჩინა შესაძლებლობა,მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთონ მედიკამენტებზე,” – ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაჯარიმდა 4 კომპანია შეთანხმებულ ქმედებაზე, ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით.

„ჩვენ 4 კომპანია საკმაოდ სოლიდურად დავაჯარიმეთ შეთანხმებულ ქმედებაზე, ეს ეხებოდა ონკოლოგიურ მედიკამენტებს. ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც ლარიანი, იმპორტით შემოტანილი მედიკამენტი 30 ლარად იყიდებოდა. დღეს ბაზარზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ამ კუთხით. მედიკამენტებზე ფასნამატები იყო 180-200 % და ისეთი ხარჯები იყო შეტანილი, როგორიცაა მაგალითად კონფერენციების ორგანიზება, ძვირადღირებულ სასტუმროებში განთავსება, სამკაულები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ითხოვდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩაგვეთვალა ხარჯებად. საუბარია ყველასთვის ცნობილ მედიკამენტზე, ეს ხდებოდა მანამ, სანამ დაწესდებოდა რეფერენტული ფასები, ასეთი ტიპის პრაქტიკას ჰქონდა ადგილი,”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები