ირაკლი ლექვინაძე – სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის მიზანია, გავარკვიოთ, რას უკავშირდება ფასების ზრდა, ხომ არ არის მცდელობა, რომ  ვინაიდან პაციენტებმა რეფორმების შედეგად მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღეს, თანხების გენერირება მოხდეს იქ, სადაც ამის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს

“სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი რამდენიმე მიზეზით დაიწყო და ერთ-ერთი ეს იყო ფასების დინამიკა, დაახლოებით 26 %-ით არის გაზრდილი ფასები, ეს ეხება როგორც კონსულტაციებს, ისე სხვადასხვა სამედიცინო სერვისებს,” – ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, GCCA-ის მიზანია, გაარკვიოს, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა.
„მაგალითისთვის რომ ავიღოთ – ექიმთან კონსულტაციის მიმართულება, ბოლო წლებში, საკმაოდ გაძვირდა. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა, ხომ არ არის ეს ერთგვარი მცდელობა, რომ  ვინაიდან პაციენტებმა, მათ შორის, DRG-ის დანერგვისა, თუ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად მიიღეს მნიშვნელოვანი დანაზოგი, ამ შემოსავლების გენერირება ხდებოდეს იქ, სადაც რიგ კლინიკებს ჯერჯერობით ამის რესურსი კიდევ გააჩნიათ,”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები