“5 ოქტომბერი რომ გათენდება და რევოლუცია არ მოხდება, 6 ოქტომბერს რაღას ეტყვიან ხალხს” – შარმანაშვილი

“5 ოქტომბერი რომ გათენდება და რევოლუცია არ მოხდება, 6 ოქტომბერს რაღას ეტყვიან ხალხს? გახარია ამ სცენარის უპერსპექტივობაში დარწმუნდა და აანონსებს, რომ იმ ხალხთან არ არის, ვინც ასეთ ტყუილებს ავრცელებს”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„შეიძლება, მას უფრო ჭკუა აღმოაჩნდა, ვიდრე სხვებს. რამდენი ხანი უნდა მოატყუონ ხალხი? 5 ოქტომბერი რომ გათენდება და რევოლუცია არ მოხდება, 6 ოქტომბერს რაღას ეტყვიან? გახარია გრძნობს, რევოლუცია ვერ შედგება და აანონსებს, რომ იმ ხალხთან არ არის, ვინც ასეთ ტყუილებს ავრცელებს. ამის აღიარება ცოტა ხომ არ დააგვიანდა? – ცოტა მეტი ჭკუა აღმოაჩნდა. ახლა ეს ადამიანები ხალხს ატყუებენ, მაგრამ რევოლუცია რომ ვერ მოხდება, მერე რას ეტყვიან? გახარია იტყვის, აი, ხომ ვამბობდიო. საქართველოში რევოლუცია არ იქნება, მათ დესტრუქციულ ქმედებებს ფრთების გაშლის საშუალებას არავინ მისცემს. პარლამენტში არშესვლა შეცდომა იყოო, ახლა აღიარებს და მანამდე, ეს პროცესი საით მოჰყავდათ? დამხობა ნათქვამი აქვს თუ არა, პროცესი ხომ იქითკენ მიდიოდა და მას თვითონაც მიჰყვებოდა? ამ სცენარის უპერსპექტივობაში როცა დარწმუნდა, ამის ხმამაღლა თქმა ყველას დაასწრო“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები