მახაშვილი – “ნაცმოძრაობის” მხრიდან ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები
“ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები”, – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრი, ლევან მახაშვილი აცხადებს.
ის ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ლობისტურ კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP – თან 11 ივლისს კონტრაქტი გააფორმა და 360 000 დოლარი გადაუხადა.
“რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ უფრო მეტს იგებს იმ რეალურ მიზეზებზე, რის გამოც ზოგიერთი ხმამაღლა ლაპარაკობს ხოლმე ამერიკიდან. სინამდვილეში, ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები, შეკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, – ფულის სანაცვლოდ კონკრეტული კრიტიკული განცხადებების გაკეთება,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.