თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საგარეჯოში, წალკაში და ბოლნისში კონცერტებს გამართავს

18, 19 და 22 სექტემბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ატარებს რეგიონალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც კონცერტები ჩატარდება საგარეჯოში, წალკაში და ბოლნისში.
„საქართველოს სინფონიეტას“ ინფორმაციით, მოწვეული სოლისტია ვიოლონჩელისტი სევაკ ავანესიანი (ბელგია).
პროგრამაშია როგორც ქართული, აგრეთვე ევროპული მუსიკა და შესრულდება: მოცარტის, ბოკერინის, ცინცაძის, აზარაშვილისა და მაჭავარიანის ნაწარმოებები.
18 სექტემბერს, 18:00 საათზე, კონცერტი ჩატარდება საგარეჯოს კულტურის სახლში, 19 სექტემბერს 15:00 საათზე, წალკის N 1 საჯარო სკოლაში, ხოლო 22 სექტემბერს 18:00 საათზე ბოლნისის კულტურის სახლში დასკვნითი კონცერტით დასრულდება პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები