პრემიერი რაბინებს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მსოფლიო ებრაელთა კონგრესის თავმჯდომარეს გაბრიელ მირილაშვილს, ებრაელთა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰენრი ერჰენტრეუს, ევროპელ რაბინთა კონფერენციის აღმასრულებელ დირექტორს მოისე ლევინს და მსოფლიოს ქალაქების მთავარ რაბინებს უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან ძმობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ერს უნიკალური ურთიერთობები აკავშირებს.
მისივე განცხადებით, ქართველი ამაყობს ამ სამაგალითო მეგობრობით და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას პოლონეთის, რომის, ბრიუსელის, სტრასბურგის, დორტმუნდის, ჟენევის, მოსკოვის და ოდესის მთავარი რაბინები, ასევე ევროპის ებრაელთა პარლამენტის წევრი და რეიხმანის ფონდის დირექტორი დაესწრნენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7LeWMKQRwgg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები