დავით მათიკაშვილი ეუთო/ოდირზე: ეს არის იმ სიმართლის თქმაზე პრაქტიკულად უარი, რაც იქნებოდა აუცილებელი ისინი რომ აქ ჩამობრძანებულიყვნენ, ვინაიდან აქ დააკვირდებოდნენ არჩევნებს, ნახავდნენ რომ არანაირი პრობლემა არჩევნების კუთხით არ არის

,,ეს არის იმ სიმართლის თქმაზე პრაქტიკულად უარი, რაც იქნებოდა აუცილებელი ისინი რომ აქ ჩამობრძანებულიყვნენ, ვინაიდან აქ დააკვირდებოდნენ არჩევნებს, ნახავდნენ რომ არანაირი პრობლემა არჩევნების კუთხით არ არის”,- ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ეუთო/ოდირთან დაკავშირებით განაცხადა.

„2024 წელს მიიღეს გამოცდილება, როდესაც თვითონ იმ წიაღიდან, საიდანაც არის ეუთო/ოდირი, ეს ავტორიტეტული ორგანიზაცია, ევროკავშირიდან, უგულებელყვეს პრაქტიკულად ის, რაც დაიწერა – სიმართლე, რომ შედგა საპარლამენტო არჩევნები, რომ ქვეყანას არჩეული ხელისუფლება ჰყავს. იყო ბულინგი, შეურაცხყოფა, იგნორირება ორგანიზაციის. პრაქტიკულად, ამ ყველაფერს მოერიდნენ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისათვის, ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები