,,ეს ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა მარიამ ლაშხმა, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში არ დასწრებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი არდასწრება ხელს არ შეუშლის იმას, რომ ქვეყანაში არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს.
„მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ შეუშლის იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში არჩევნები და ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების, იყოს ჯანსაღი გარემო და მოქალაქეების ინტერესი იყოს დაცული“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.