ირაკლი ქადაგიშვილი: ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოხვდა

,,ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზეზის, ასევე იმის გამო, რომ არჩევნები საქართველოში ობიექტურად ტარდება, ორგანიზაციამ არ ჩათვალა საჭიროდ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა.

„ზოგადად იციან, რომ არჩევნები აქ ტარდება ობიექტურად, ამიტომ, რაიმე სენსაციას ვერ დადებენ და აქედან გამომდინარე, ამ ყველა მოცემულობიდან გამომდინარე, არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ჩამოსულიყვნენ დამკვირვებლებად“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები