რატი იონათამიშვილი: არიან ადამიანები, მაგალითად „კოლექტიური რამიშვილები“, რომლებიც ზნეს არ იცვლიან, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს აკეთებენ, ცდილობენ ქართულ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს ებრძოლონ და ამ საქმეში იყენებენ ახალგაზრდებს
,,არიან ადამიანები, მაგალითად „კოლექტიური რამიშვილები“, რომლებიც ზნეს არ იცვლიან, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს აკეთებენ და ცდილობენ ქართულ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს ებრძოლონ. ამ საქმეში იყენებენ ახალგაზრდებს”,- ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი
„იმედის კვირის“ ინფორმაციას, რომ აქციების მთავარი ორგანიზატორები და მონაწილეები უნივერსიტეტები არიან.
იონათამიშვილის თქმით, ამ პროცესებში მონაწილეებს საერთოდ არ აინტერესებთ საბოლოო ჯამში ქვეყანას რა ბედი ეწევა.
„ეს არის ათწლეულების განმავლობაში ნაცადი ტაქტიკა – შავი სამსახურების, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ ახალგაზრდობის გამოყენებით, ფაქტობრივად, მათი ინსტრუმენტალიზაციით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ. ამ პროცესებში საერთოდ არ აინტერესებთ რა ბედი ეწევა საბოლოო ჯამში ქვეყანას – მოხდება სისხლის ღვრა, ნგრევა, ქაოსი, თუ სხვა. თუნდაც საქართველოს მაგალითზე არიან ადამიანები, მაგალითად „კოლექტიური რამიშვილები“, რომლებიც ზნეს არ იცვლიან, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს აკეთებენ და ცდილობენ ქართულ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს ებრძოლონ. ამ საქმეში იყენებენ ახალგაზრდებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.