დავით მათიკაშვილი: არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს, ეს ძალიან კარგად იცის თვითონ ლევან ხაბეიშვილმა

,,არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. ეს ძალიან კარგად იცის თვითონ ლევან ხაბეიშვილმა”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს მხოლოდ ერთი რევოლუცია – ძალმომრეობითი.

,,ხაბეიშვილის ქცევა პირდაპირ ჯდება იმ დისპოზიციასთან, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსი გულისხმობს მისი საჯარო შეთავაზების თვალსაზრისით. არანაირი მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. ეს ძალიან კარგად იცის თვითონ ლევან ხაბეიშვილმა. არსებობს მხოლოდ ერთი რევოლუცია – ძალმომრეობითი, ძალადობრივი რევოლუცია, ძალადობრივი დამხობა, რომლის უფლებაც საქართველოში არავის გააჩნია“, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები