საფრანგეთი იერუსალიმში ტერორისტულ თავდასხმას გმობს – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაგმო დღეს იერუსალიმში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა,- ამის შესახებ, მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
“მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მკაცრად ვგმობთ აღმოსავლეთ იერუსალიმში ახლახან განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებსა და მთელ ისრაელელ ხალხს. ძალადობის ციკლი უნდა შეწყდეს. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში”,- წერს მაკრონი.
ამასთან, მაკრონი კვლავ ადასტურებს საფრანგეთის მხარდაჭერას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხში.
ცნობისთვის, “ბიბისის” გავრცელებული ინფორმაციით, იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.