ახალი ზელანდიის ერთ-ერთ სოფელში ძებნილი დამნაშავე მოკლეს, რომელიც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, სამ შვილთან ერთად, იმალებოდა

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ახალი ზელანდიის ერთ-ერთ სოფელში მოკლეს ძებნილი დამნაშავე, რომელიც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, სამ შვილთან ერთად, იმალებოდა.

როგორც მედია აღნიშნავს, პოლიციამ მამაკაცი ორშაბათს დილით ადრე, სასოფლო-სამეურნეო საქონლის მაღაზიაში ძარცვის შემდეგ იპოვა.

ტომ ფილიპსი და მისი შვილები — რომლებიც ამჟამად დაახლოებით 9, 10 და 11 წლის არიან — 2021 წლის დეკემბერში გაუჩინარდნენ.

ფილიპსს შვილებზე კანონიერი მეურვეობის უფლება არ ჰქონდა და ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გაუჩინარების შემდეგ მათ ფორმალური განათლებისა და ჯანდაცვაზე წვდომა არ შეეძლოთ.

დაკავების მცდელობისას, შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც პოლიციამ ცეცხლი გახსნა და ადგილზე მოკლა.

დაპირისპირების დროს ერთი ბავშვი ფილიპსთან ერთად იმყოფებოდა, დანარჩენი ორი კი სროლიდან რამდენიმე საათში ტყეში იპოვეს.

სამივე ბავშვი უსაფრთხოდაა და მათთან სოციალური სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები