სერბეთის პოლიციამ ანტისამთავრობო მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

სერბეთში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა სტუდენტებისა და ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვდნენ.

როგორც CNN იტყობინება, 5 სექტემბრის საღამოს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელიც სპეცრაზმთან შეტაკებაში გადაიზარდა.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა სტუდენტებისა და მოქალაქეების დასაშლელად, რომლებიც პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩისა და მისი სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) გადაყენების მიზნით ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ.

საპროტესტო ტალღა გასული წლის ნოემბრის ტრაგიკულმა მოვლენებმა გამოიწვია, როდესაც გარემონტებულ რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ოპოზიცია და აქტივისტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ, რამაც, მათი აზრით, კატასტროფა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები