ფონ დერ ლაიენი და ვენსი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივ სანქციებს განიხილავენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომელიც რუსეთზე სანქციების ერთობლივი ზეწოლას შეეხებოდა.
„პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს შორის საუბარი სანქციებთან დაკავშირებით ერთიანი ფრონტის შენარჩუნებას ეხებოდა. რაც უფრო მეტად შევათანხმებთ ჩვენს მიდგომას პარტნიორებთან, მით უფრო ეფექტური იქნება ისინი“, – განაცხადა ევროკომისიის მთავარმა პრესმდივანმა, პაულა პინიომ.
ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა გაიხსენა ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ერთობლივი ძალისხმევა ნავთობის ფასების შეზღუდვის მიზნით, „რომელიც შედეგს იძლევა“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე, რათა გავზარდოთ რუსეთისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმის ფასი, რათა საბოლოოდ მივიყვანოთ პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. სწორედ ეს განიხილა პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ამ საუბარში“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.