ტრამპი პუტინთან მორიგ საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარს გეგმავს.

“პუტინთან ვისაუბრებ. ჩვენ ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს. ის, რაც მარტივი მეგონა, აღმოჩნდა, რომ ცოტა უფრო რთულია. მეგონა, უფრო ადვილად მოგვარდებოდა ეს კონფლიქტი”,- თქვა ტრამპმა.

მანვე დასძინა, რომ ამ კვირაში, ომში 7014 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ჯარისკაცები.

“ისინი იღუპებიან ისეთი რაოდენობით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს”,- დასძინა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები