ჯო ბაიდენს კანის კიბოს ოპერაცია ჩაუტარდა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ცოტა ხნის წინ კანის კიბოს ოპერაცია გაიკეთა,- ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა განაცხადა.

ექიმების ცნობით, პროცედურა წარმატებით დასრულდა და პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბაიდენს წარსულში,  პრეზიდენტობამდე, რამდენიმე არამელანომური კანის კიბოს ოპერაცია გაუკეთეს.

ცნობისთვის, ბაიდენები დიდი ხანია კიბოსთან ბრძოლისა და განკურნების აქტიური მომხრეები არიან. მათი ვაჟი, ბო, 2015 წელს ტვინის კიბოთი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები