პუტინი – გვირაბის ბოლოს გარკვეული სინათლე ჩანს
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამწელიწად-ნახევარზე მეტი ხნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ კვირაში განაცხადა, რომ „გვირაბის ბოლოს გარკვეული სინათლე ჩანს“ და რომ „არსებობს ვარიანტები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში“,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
პუტინმა აღნიშნა, რომ არსებული სირთულეების მიუხედავად, გვირაბის ბოლოს გარკვეული სინათლე ჩანს. მისი თქმით, მიმდინარე პროცესები მიანიშნებს იმაზე, რომ სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.
პუტინმა ამ კვირაში ივარაუდა, რომ ზელენსკი, შესაძლოა, მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდეს, ამ იდეას კი კიევი „მიუღებელს“ უწოდებს.
უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს იმის მანიშნებელია, რომ რუსეთს სინამდვილეში შეხვედრის ჩატარება არ სურდა.
როგორც მედია აღნიშნავს, პუტინისა და ზელენსკის პირდაპირი შეხვედრის პერსპექტივა სულ უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება.
ოთხშაბათს ტრამპმა CBS News-ს განუცხადა, რომ ის კვლავ ერთგული რჩება ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის და თქვა, რომ მას კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან.
„ვფიქრობ, ყველაფერს მოვაგვარებთ“, – თქვა მან.