ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ღაზაში ისრაელის ომი გენოციდია

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა რიბერამ ღაზაში მიმდინარე ისრაელის სამხედრო ოპერაცია გენოციდად შეაფასა.

როგორც მედია აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა კონფლიქტის აღწერისას ასეთი ტერმინი გამოიყენა.

„გენოციდი ღაზაში აშკარად არსებობს“, — განაცხადა რიბერამ.

მისი თქმით, ევროკავშირის რეაქცია არასაკმარისია და ერთიან პოზიციას მოკლებულია.

ისრაელის მთავრობამ რიბერას განცხადება „მკვეთრად მიუღებლად“ შეაფასა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მსგავსი შეფასებები „რეალობას აცდენილია და მხოლოდ ტერორისტულ დაჯგუფებებს აძლევს ხელს“.

რიბერა ღაზაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს აქამდეც აკრიტიკებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები