აშშ იაპონიიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 15%-იან საბაზისო გადასახადს დააწესებს

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატები იაპონიიდან თითქმის ყველა იმპორტირებულ საქონელზე 15%-იან საბაზისო ტარიფს დააწესებს.

„შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები ქვეყანაში შემოსულ თითქმის ყველა იაპონურ საქონელზე 15%-იან საბაზისო ტარიფს დააწესებს, ცალკე სექტორულ რეჟიმთან ერთად კი – ავტომობილებსა და ავტონაწილებზე; აერონავტიკის პროდუქტებზე; გენერიკულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე; და იმ ბუნებრივ რესურსებზე, რომლებიც არ მოიპოვება ან ბუნებრივად არ იწარმოება შეერთებულ შტატებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, შეთანხმების მიზანია ვაჭრობის დაბალანსება და „პროგნოზირებადი“ სავაჭრო პირობების შექმნა. სანაცვლოდ, იაპონია თავის ბაზარს ამერიკული საქონლისთვის ხსნის, მათ შორის, მნიშვნელოვნად ზრდის სოფლის მეურნეობის იმპორტის (ბრინჯი, სიმინდი და სოიო), ენერგეტიკისა და აერონავტიკის ტექნოლოგიების რაოდენობას და ამერიკულ ავტომობილებზე შეზღუდვებს ხსნის.

სავაჭრო შეთანხმების თანახმად, იაპონია აშშ-ის ეკონომიკაში 550 მილიარდ დოლარს ჩადებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტოკიოსთან დადებულ შეთანხმებას „მასიური, შესაძლოა ყველაზე დიდიც“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები