ნეთანიაჰუმ, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამდე, მაკრონის ისრაელში ვიზიტის თხოვნაზე უარი თქვა
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თხოვნა, ეწვიოს ისრაელს, პარიზის მიერ ამ თვის ბოლოს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამდე.
მედიის თანახმად, მაკრონი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ მოკლე ვიზიტს ცდილობდა, სადაც, სავარაუდოდ, საფრანგეთი სხვა დასავლურ ქვეყნებს შეუერთდებოდა და პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ მაკრონს პირობა წაუყენა, უარი ეთქვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმაზე. მოთხოვნას საფრანგეთის პრეზიდენტი არ დათანხმდა.
„მაკრონმა ნეთანიაჰუს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ სურდა ჩამოსვლა, თუმცა ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ამჟამინდელ ვითარებაში ეს შესაფერისი დრო არ იყო“,- თქვა ისრაელელმა კანონმდებელმა მეიერ ჰაბიბმა.