ხაშურში ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა დაშავდა – ორის მდგომარეობა მძიმეა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერთან ავარია მოხდა.

მომხდარის შედეგად, 3 ახალგაზრდა დაშავდა.

სამივე დაშავებული თბილისშია გადმოყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები