ზვიად შალამბერიძე: მამუკა მდინარაძეს დიდი ნდობა აქვს გუნდის შიგნით და ჩვენი საზოგადოების მხრიდან

“მამუკა მდინარაძეს დიდი ნდობა აქვს გუნდის შიგნით და ჩვენი საზოგადოების მხრიდან,”- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

„მამუკა მდინარაძეს აქვს დიდი გამოცდილება და რაც მთავარია დიდი ნდობა აქვს გუნდის შიგნით და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ამ პოზიციაზე წარმატებული მუშაობისთვის“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენს. მამუკა მდინარაძე კანონმდებლებს უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ ხედვას გააცნობს, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ ხელმძღვანელს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. სუს-ის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით აირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები