თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, პროფესიონალიზმი და პატიოსნება არის ის კრიტერიუმები, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები შეარჩია, – ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს, შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
„პროფესიონალიზმი, საქმის ცოდნა, პატიოსნება – ეს არის ეს მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც ხდება დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია, ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც დღეს გვაქვს თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მრავალი გამოწვევა გაქვს დედაქალაქში, რომელთაც შესაბამისი პასუხი სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.