დღეს, 2 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება.
„მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველი გვექნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, უნდა ავირჩიოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ასევე უნდა ვცნოთ პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება, რომლებიც ამ პოლიტიკური გაერთიანების უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრების ნაცვლად პარლამენტის წევრები გახდებიან. პლენარულ სხდომებზე, რა თქმა უნდა, გაიმართება კანონპროექტების განხილვა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები 2 და 3 სექტემბერს ჩატარდება.