ვოლსკი – აშშ-თან ურთიერთობაზე: სწრაფვა ორმხრივი თანამშრომლობისკენ ჩვენ მიერ არაერთხელ არის დადასტურებული

“სწრაფვა ორმხრივი თანამშრომლობისკენ ჩვენ მიერ არაერთხელ არის დადასტურებული”, – ამის შესახებ „ქრონიკას“, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დონალდ ტრამპისადმი მიწერილ წერილზე საუბრისას განუცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების რესურსები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე საქართველოს შესაძლებლობები, მაგრამ რასაკვირველია, ამ რესურსების მქონე ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობა არის ჩვენთვის სასურველი მიმართულება. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ უშველებელი საფრთხეები, რომლებსაც მნიშვნელოვანწილად ქმნის „დიფ სთეითი“. სწორედ მათი ბერკეტებია ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები