სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია აქტიურად მიმდინარეობს

ორდღიანი ინტენსიური წვიმისა და ადიდებული მდინარეებისგან დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ამინდის გაუარესების პირველივე საათებიდან ადგილზე იმყოფებიან მთავრობის წარმოამდგენლები – საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები და შესაბამისი ტექნიკა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები.
ბოლო ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟონეთში წყალი დაშრა, შესაბამისად, გზები და დატბორილი ტერიტორიები იწმინდება. მოძრაობა თავისუფალია. სოფლებში – დღნორისასა და დერჩში დამეწყრილი ადგილების გაწმენდა მიმდინარეობს. სტქიამ აქ ოთხ ადგილას წარმოშვა მეწყერი. აქედან ორი უკვე გაწმენდილია, იწმინდება დანრჩენილ ორი დამეწყერლი ადგილიც.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, შვიდი მეწყრული კერა შეიქმნა ქედას მუნიციპალიტეტში. მათ შორის, ორგან ჩამოწვა მეწყერი,ბათუმი-ახალციხის გზაზე და ინტენსიურად მიმდინარეობს მათი გაწენდითი სამუშოებიც. აქტიურად იწმინდება სოფელ დოლოგანის გზა, სადაც ერთ უბანს გადაადგილების მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. ქედას მუნიციპალიტეტში დაზიანებულია სხვა შიდა გზებიც.
გზები გაიწმენდილია და ელექტროენერგია – აღდგენილი ხულოს მუნიციპალიტეტში.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები ნაპირსამაგრ სამუშაოებს აპროექტებენ წალენჯიხას მუნიციპალიტეტში: მდინარე რიონზე – სოფელ ლიაში, მდინარე მაგანაზე – სოფელ ჯვარში და მდინარე ჭანისწყალზე – ქალაქ წალენჯიხაში. დამეწყრილი ადგილები უკვე აქაც გაწმენდილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები