ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა

ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) დროს ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ,,კვირას” თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) მიმდინარეობს, რა დროსაც ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. გადაბრუნდა ავტომობილი.

ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, საშუალო და მსუბუქი სიმძიმის დაზიანებებია.

უტარდებათ კვლევები. გადაყვანილი არიან ღუდუშაურის კლინიკაში“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები