“უნდათ, რომ განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოხდეს; სწორედ ამას ემსახურება ეს რაღაც მარტივი შაბლონი – „რუსი“, „პრორუსული“, „რუსეთუმე“ და ა.შ” – კირცხალია
“უნდათ, რომ განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოხდეს. სწორედ ამას ემსახურება ეს რაღაც მარტივი შაბლონი – „რუსი“, „პრორუსული“, „რუსეთუმე“ და ა.შ”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
აღნიშნულით ის ტულსი გაბარდის განცხადებას გამოეხმაურა.
„უნდათ, რომ განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოხდეს. სწორედ ამას ემსახურება ეს რაღაც მარტივი შაბლონი – „რუსი“, „პრორუსული“, „რუსეთუმე“ და ა.შ. მხილებას, რასაც წლებია ვახდენთ, მათ [ოპოზიციის] მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, დღითიდღე ფარდა ეხდება. ყველამ კარგად ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა მარტივად, როგორ აუხსნეს მსოფლიო საზოგადოებას, როგორ მოქმედებს „დიფ სთეითი“, – აღნიშნა კირცხალიამ.
შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციამ გაავრცელა გამოგონილი ნარატივი, თითქოს, რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია.