“ვინც კორუფციას ჩაიდენს, რა თქმა უნდა, მათ მიმართ დადგება მკაცრი პასუხისმგებლობა” – არჩილ გორდულაძე
“ვინც ამ დანაშაულს [კორუფციას] ჩაიდენს, რა თქმა უნდა, მათ მიმართ დადგება შესაბამისად მკაცრი პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
ის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების მითვისების საქმეს გამოეხმაურა.
„ჩვენი გუნდისთვის მთავარი საკითხია, ერთ-ერთი მთავარი, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივად სწორი კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო სახსრებთან, რა თქმა უნდა, ხელის არხლება და ყველაფრის კანონის ჩარჩოში გაკეთება. მაგრამ ვინც ამ დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა ამ ადამიანების მიმართ დადგება შესაბამისად მკაცრი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.