რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყაზბეგის გამზირზე დაჭრილების ოპერაცია დასრულდა

 ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი ორივე პაციენტის ოპერაცია დასრულდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათი იბრძობდნე. როგორც „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ხურციძემ განუცხადა, ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მოქალაქის კი, კვლავ კრიტიკულად მძიმე. ოპერაციის შემდეგ პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. დაჭრილებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ.
ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, „ყაზბეგის ქუჩის N 28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ბიძინა მურადაშვილი გადაყვანილია ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები