აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტმა, თამარ აბესაძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის საერთაშორისო პროექტის „EYE2025“ ოფიციალური მოწვევით ევროპის ახალგაზრდულ ფორუმში „European Youth Event“ მიიღო მონაწილეობა.
პროექტში მონაწილეობას წინ უძღოდა სტუდენტების შერჩევის პროცედურა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც თამარმა წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპები. ფორუმში 160 ქვეყნის 9000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, რათა EYE2025-ის (ევროპული ახალგაზრდული ღონისძიება) ფარგლებში ემსჯელათ ევროპის მომავალზე. აქტივობები ორი დღის მანძილზე წარიმართა, სადაც თამარმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებში, ინტერაქტიულ სამუშაო სესიებსა და სხვადასხვა აქტივობებში, ხოლო სესიების მსვლელობისას წარმოადგინა პრეზენტაციები თემებზე:
• საქართველოს ევროპული გზა
• ქალთა უფლებები
ტრენინგებისა და დისკუსიების ფარგლებში, მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე თამარი ერთობლივად მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდების ჯგუფებთან. „ძალიან ღირებული გამოცდილება იყო პირადად გავცნობოდი ევროპარლამენტის მუშაობის პროცესს, ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობამ და აზრთა გაცვლამ კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი ცოდნა ისეთი კრიტიკული საკითხების შესახებ, როგორებიცაა დემოკრატიული ღირებულებები, თანასწორობის პრინციპები, თავისუფლების არსი და ა.შ. განსაკუთრებით მადლობას ვუხდი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს, რომელიც მუდამ მხარში უდგას სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას,“ – აღნიშნა თამარმა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აძლიერებს საერთაშორისო კავშირებს და ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო პროექტებსა და ინიციატივებში, რაც მნიშვნელოვანი წვლილია მათი სამომავლო კარიერული და აკადემიური განვითარებისთვის.