აშშ-მა უკრაინისთვის 322 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ორი პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაცია, ვაშინგტონის ოფიციალური განცხადებებიდან გავრცელდა.

23 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის HAWK III ფაზის საჰაერო თავდაცვის სისტემის, მისი ტექნიკური მომსახურების ობიექტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის პოტენციური მიყიდვის შესახებ, დაახლოებით 172 მილიონი დოლარის ოდენობით.

გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ღირებულების ბრედლის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანების, მათი მოვლა-პატრონობის, შეკეთების, კაპიტალური რემონტისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა.

“შემოთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს, უკრაინის საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის უნარის გაუმჯობესებით.

ის გააუმჯობესებს უკრაინის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს, რაც მას თავდაცვისა და რეგიონალური უსაფრთხოების მისიების უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით ჩასატარებლად დამატებით აღჭურვას უზრუნველყოფს. უკრაინას არ გაუჭირდება ამ ნივთებისა და მომსახურების თავის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირება”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები