თოჯინების სახელმწიფო თეატრი ''წითელქუდას'' დადგამს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი 2014 წელს, შარლ პეროს ცნობილ ზღაპარს „წითელქუდას“ დადგამს. კულტურის სამინისტრო ხელს უწყობს ქართული თეატრების განვითარებას, წინსვლასა და ახალი სპექტაკლებით საზოგადოების მოზიდვას. პროექტი თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერაა ინიცირებული.