არჩილ გორდულაძე: ნებისმიერი განცხადებები, რომელიც კეთდება ჩვენი ქვეყნის შესახებ, სადაც საუბარი, თურმე დემოკრატიულ უკუსვლაზე, სადაც საუბარია ადამიანის უფლებებზე, არის აბსოლუტური ტყუილი და ყველანაირი სიმართლისგანაა დაცლილი

ნებისმიერი განცხადებები, რომელიც კეთდება ჩვენი ქვეყნის შესახებ, სადაც საუბარი, თურმე დემოკრატიულ უკუსვლაზე, სადაც საუბარია ადამიანის უფლებებზე, არის აბსოლუტური ტყუილი და ყველანაირი სიმართლისგანაა დაცლილი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე ცალკეული დასავლელი ლიდერების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„როდესაც მათ ბოდიშიც კი არ აქვთ მოხდილი და საერთოდ არაფერი უთქვამთ, მათ შორის, არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით; მათ შორის, არაფერი უთქვამთ, რომ საქართველოში, „ვივამედში“, თურმე ორი უკურნებელი დაავადება განკურნეს, ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადებები, რომელიც კეთდება ჩვენი ქვეყნის შესახებ, სადაც საუბარი, თურმე დემოკრატიულ უკუსვლაზე, სადაც საუბარია ადამიანის უფლებებზე, არის აბსოლუტური ტყუილი და ყველანაირი სიმართლისგანაა დაცლილი“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები