პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის განმარტებით, განაჩენი სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს სტანდარტს, არ იყო მარტივი საქმე, რომელსაც განაჩენში უნდა გაეცეს პასუხი.
ბრალდებულმა ისარგებლა საბოლოო სიტყვის უფლებით.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.