რუსეთის თავდასხმას დნეპროპეტროვსკზე მსხვერპლი მოჰყვა

18 ივლისის ღამეს, დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონზე რუსული დრონის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ინფორმაცია, დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა გაავრცელა.

„ღამით რუსეთის არმიამ დრონებით დაარტყა პავლოგრადის რაიონს – ვერბკოვსკაიასა და ბოგდანოვსკაიას თემებს. დაიღუპა 52 წლის კაცი, დაშავდა 2 ადამიანი“, – აცხადებს ლისაკი.

მისივე თქმით, თავდასხმამ სატრანსპორტო კომპანია დააზიანა და ხანძარი გამოიწვია, რომელიც უკვე ჩამქრალია.

ლისაკის თქმით, ცის დამცველებმა რეგიონის თავზე 3 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები