“ევროპაში, გვახსოვს ჩვენ პერიოდი, როდესაც ამას ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის კოცონზე წვავდნენ. ზუსტად ამას მაგონებს მე ბრიუსელის დღევანდელი ქცევა, რომელიც ითხოვს რომ ვთქვათ, რომ დედამიწა მრგვალი კი არ არის ბრტყელია ანუ კაცი ვერ გახდება ქალი, ეს კი არ ვთქვათ ანუ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
პაპუაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციებს აფასებს.
„მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რა მოთხოვნები იქნა წამოყენებული ბრიუსელის მხრიდან. ორი საკითხია: ერთი ეხება ოჯახურ ღირებულებების და ბავშვების დაცვის კანონპროექტს. და რაზე აქ საუბარი, მარტო სათაური ხომ არ არის. მთავარი საკითხი, რაც არის ამ კანონში არის ის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი. ან ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. აი, ეს არის სინამდვილეში, რაც არის მოწოდებული ამ კანონთან დაკავშირებით. ის, რომ ეს ცრუ იდეოლოგია არის და არ უნდა ისწავლებოდეს, ამ იდეოლოგიით არ უნდა ხდებოდეს ტვინის გამორეცხვა ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ეს იგივეა, რაც ბრიუსელს მოეთხოვა, რომ გვეღიარებინა, გვეთქვა, რომ დედამიწა არის ბრტყელი. იმავე განზომილების ცრუ იდეოლოგია არის იმის თქმა, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, როგორც იმის მოთხოვნა, რომ თქვა, რომ დედამიწა არის არა მრგვალი, არამედ ბრტყელი. ევროპაში, გვახსოვს ჩვენ პერიოდი, როდესაც ამას ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა ბრტყელი არ არის კოცონზე წვავდნენ. ზუსტად ამას მაგონებს მე ბრიუსელის დღევანდელი ქცევა, რომელიც ითხოვს რომ ვთქვათ, რომ დედამიწა მრგვალი კი არ არის ბრტყელია ანუ კაცი ვერ გახდება ქალი, ეს კი არ ვთქვათ ანუ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. თუ ამას არ ვიტყვით გვპირდებიან, რომ მათ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ. ჯერ ეს უნდა შევაფასოთ იმისთვის, რომ გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე.
და მეორე საკითხი მოთხოვნებიდან ეხება გამჭვირვალობას. დადასტურებულად დღეს ვიცით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა და ამხილა უცხოური დაფინანსება, ამერიკული ამ შემთხვევაში, რომ ხდებოდა ყალბი იდეოლოგიების დანერგვა, ხდებოდა დემოკრატიებისთვის ძირის გამოთხრა სხვა ქვეყნებში. ხდებოდა საზოგადოებების დაპირისპირება. ხელისუფლებების ცვლილებაში ფულის ჩადება და ეგრეთ წოდებული „რეჟიმ ჩეინჯების“ დაფინანსება. რა თქმა უნდა ევროპული დაფინანსების წილიც არის ამ ყველაფერში და ესეც არის ფაქტი და მხილებული. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში ფინანსდებოდა რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, პარტიები, პარტიული მედიები და ასე შემდეგ. ყველაფერი ვიცით დადასტურებულად. ვიცით, რომ ევროკავშირის ფული ფინანსდებოდა და კვლავ ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში და ვიცით იმიტომ, რომ შემთხვევით ვარკვევდით რაღაცებს, როდესაც ვიღაცა ხან პოსტით გაშიფრავდა თავის დაფინანსებას, როგორც „დროამ“ გაშიფრა და გავიგეთ თურმე პარტიას აფინანსებდა ევროკავშირის ფულით, რაც არის დარღვევა ყველაფრის საერთოდ. შემთხვევით ვიგებდით ამ ყველაფერს და ამ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გამჭვირვალობას ეხება, ამ ყველაფერს მოქალაქეები გაიგებენ. ზუსტად ეს არ უნდა, როგორ ჩანს ბრიუსელს, რომ ვიცოდეთ სად მიდის მათი ფული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს.