17 ივლისი კოკი მახარაძის დაბადების დღეა

17 ივლისი კოკი მახარაძის დაბადების დღეა.
„კოკი მახარაძე მრავალი მონუმენტური ტილოს ავტორია. მხატვარი სახვითი ენის ძიების პროცესში მთავარ აქცენტს ისტორიულ-ჰეროიკულ და ბატალურ ჟანრებზე აკეთებს. ეროვნული თემატიკის სიჭარბით ის უპირისპირდება საბჭოთა პროპაგანდისტულ იდეოლოგიას, რის გამოც ავტორის შემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში იდევნებოდა.
თავის ნამუშევრებში ხშირად იყენებს ალეგორიას, ქართული ეპოსის სახე-სიმბოლოებს, რითაც გამორჩეულ, ეროვნულ მოტივებზე დაფუძნებულ მხატვრულ სამყაროს ქმნის.
კოკი მახარაძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ხელოვნების განვითარებასა და გათავისუფლებაში“, – აღნიშნულია ქართლი სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები