17 ივლისის ღამეს, რუსეთის არმიამ დრონებით შეუტია დნეპრს, ასევე ნიკოპოლსკის და სინელნიკოვის ოლქებს. რეგიონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა,- ამის შესახებ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა Telegram-ზე დაწერა.
„დნეპრზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. ერთი ადამიანი რეგიონულ ცენტრში გარდაიცვალა. კიდევ ხუთი დაშავდა. ერთდროულად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, საწარმოები დაზიანდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ლისაკი განმარტავს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში 22 რუსული დრონი გაანადგურეს.