„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს სერვისცენტრის თანამშრომლები დააკავეს (ვიდეო)

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს სერვისცენტრის თანამშრომლები – 1978 წელს დაბადებული თ. ჩ. და 1979 წელს დაბადებული მ. წ. დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები თბილისში, სასტუმრო „ალრაშიდი“-ს უცხოელ მფლობელს 1100 ლარის სანაცვლოდ სთავაზობდნენ სასტუმროში განთავსებულ წყლის მრიცხველებზე ხარჯვის მონაცემების შეცვლა-შემცირებას. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vd-lmv0hHuw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები