ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბელორუსიიდან დრონის შეფრენის შემდეგ ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერები თავშესაფარში გადაიყვანეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მესმის სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ქვეყნის ხელმძღვანელობის სტანდარტული პროტოკოლის შესაბამისად დაცვა. მაგრამ, როცა სამ ომ გამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და, ამ დროს, თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია”, – წერს რატი იონათამიშვილი.